ავტოკლუბებს შორის ბოულინგის ტურნირის პირველი ეტაპი ჩატარდა.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეჯიბრი შედგა. მონაწილეებს თითქმის თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპზე სამი გამარჯვებული გამოვლინდა. სადაც გამარჯვებულებს ჩვენი პარტნიორისგან, SOCAR Georgia Petroleum-ისგან საჩუქრად საწვავი გადაეცათ.
პირველი ეტაპის გამარჯვებული:
I ადგილი: კარენ ვოსკანიანი - 186 ქულა (150 ლიტრი საწვავი). Audi club
II ადგილი: ნოდარ მჭედლიძე - 162 ქულა (100 ლიტრი საწვავი). Audi club
III ადგილი: ლექსო ბიგანაშვილი - 128 ქულა (50 ლიტრი საწვავი) VW club